შიდა საუნივერსიტეტო ტრენინგები

საუნივერსიტეტო ტრენინგები და პროფესიული განვითარების პროგრამები.

ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში

კურსის მიზანია უმაღლესი განათლების საფეხურზე სასწავლო პროცესში ჩართული პერსონალი მოამზადოს ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, რათა დამოუკიდებლად შეძლოს კონკრეტული აპლიკაციების სასწავლო კურსებში ინტეგრირება. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება, როგორ გამოიყენოს აპლიკაციები: Lingt; Google Jamboard, Deagrams Net; Moodle H5P – Crossword, Accordion. ეს პროგრამები გამოიყენება სასწავლო რესურსის მოსამზადებლად, როგორც ვიდეო, ასევე ტექსტურ თუ გრაფიკულ ფორმატში. კურსი საინტერესო იქნება ყველა იმ მასწავლებლისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლების ტრადიციულ მეთოდთან ერთად გამოიყენონ ონლაინ ინსტრუმენტები, გაამრავალფეროვნონ სასწავლო პროცესი და სტუდენტებს შესთავაზონ განსხვავებული აქტივობები. სამუშაო ენა ქართული, სრულად დასწრების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი. ტრენინგი შემუშავებულია ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური პროექტის „დისტანციური სწავლება ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (DITECH) ფარგლებში. ტრენერები: გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის მოწვეული ლექტორი ეკა ჯელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის მოწვეული ლექტორი  

დეტალურად ნახვა

ფინანსური მენეჯმენტის პრინციპები

ძირითადი თემები: ფინანსური მენეჯმენტის როლი; ფინანსური გარემო; ბუღალტერიის პრინციპები; ფირმის ფინანსური უწყისები; ფინანსური უწყისების ანალიზი; ანალიზისას ფინანსური კოეფიციენტების გამოყენება; ფინანსური დაგეგმვა და პროგნოზირება; ფულის

დეტალურად ნახვა

„მომსახურების ხარისხის მართვა და მენეჯერული უნარების გაძლიერება შუა რგოლის და წინა ხაზის მენეჯერებისათვის“

ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი  ტრენინგი: „მომსახურების ხარისხის მართვა და მენეჯერული უნარების გაძლიერება შუა რგოლის და წინა ხაზის მენეჯერებისათვის“. ტრენინგის შესახებ ტრენინგზე

დეტალურად ნახვა

პროფესიული გადაწვის პრევენცია

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი? ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ ზრდასრული პირისთვის, ვინც დაინტერესებულია პროფესიულ გადაწვასა და პრევენციასთან დაკავშირებული საკითხებით. ტრენინგის მიზანი: მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება

დეტალურად ნახვა

შერეული სწავლების მეთოდი სტუდენტების სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად

კურსის მიზანია სასწავლო პროცესში ჩართულ უნივერსიტეტის პერსონალს (აკადემიური და მოწვეული) გააცნოს  შერეული სწავლების ახალ მეთოდებთან და მიდგომებთან  დაკავშირებული თეორიული საფუძლები და განუვითორს შესაბამისი

დეტალურად ნახვა

MS Excel ტრენინგი

ტრენერი -თამარ ჯინჭველაძე ტრენინგზე განიხილეს: HR-ის ძირითადი საქმიანობა, როლები სამუშაოს ანალიზი და სამუშაოს აღწერა რეკრუტინგი და სელექცია შეფასება და სამუშაოს მართვა მოტივაცია &

დეტალურად ნახვა

პროფესიული გადაწვის პრევენცია

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი? ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ ზრდასრული პირისთვის, ვინც დაინტერესებულია პროფესიულ გადაწვასა და პრევენციასთან დაკავშირებული საკითხებით. ტრენინგის მიზანი: მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება

დეტალურად ნახვა

სწავლების ეფექტიანობის გაზრდა თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენებით

ტრენინგის მიზანია: მონაწილეებმა გამოიმუშაონ აქტიური სწავლის (Active Learning) მეთოდით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებით ლექციების, გაკვეთილებისა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარების უნარ-ჩვევები. ტრენინგზე მიღებული

დეტალურად ნახვა

რისკების მართვა სახელწიფო შესყიდვებში

ტრენინგის მიზანია  სახელმწიფო შესყიდვებში არსებული საკვანძო საკითხების მიმოხილვა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში შესყიდვებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, პრობლემების გამომწვევი კონკრეტული მიზეზების გამოვლენა და შესაბამისი პროცედურების დაგეგმვა.

დეტალურად ნახვა

HR ტრენინგები

ადამიანური კაპიტალის მთავარი პრინციპები HR სპეციალისტებისთვის: სამუშაოს ანალიზი, რეკრუტმენტი და სელექცია, სამუშაოს შეფასება, მოტივაცია, ეთიკის საკითხები და HR ანალიტიკა”. კურსის მიზანია თანამშრომლები გაეცნონ ადამიანური

დეტალურად ნახვა

კემბრიჯის IELTS ტესტის აკადემიური მოდულის ჩასაბარებლად მოსამზადებელ სასერტიფიკატო კურსზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის კურსი კემბრიჯის IELTS ტესტის აკადემიური მოდულის ჩასაბარებლად მოსამზადებელ სასერტიფიკატო კურსზე ვემზადებით IELTS გამოცდისთვის (აკადემიური მოდული).

დეტალურად ნახვა

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge