კურსის მიზანია სასწავლო პროცესში ჩართულ უნივერსიტეტის პერსონალს (აკადემიური და მოწვეული) გააცნოს შერეული სწავლების ახალ მეთოდებთან და მიდგომებთან დაკავშირებული თეორიული საფუძლები და განუვითორს შესაბამისი პრაქტიკული უნარები. კურსის ფარგლებში მოხდება შერეული სწავლების, როგორც სტუდენტების ინსტრუქტირების ახალი მიდგომის განხილვა. დამატებით განხილული იქნება სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების (emergent learning) გამოყენების უპირატესობები და გამოწვევები.
ტრენინგში მონაწილე პერსონალი მიიღებს ცოდნას შერეული სწავლების მეთოდის გამოყენების მიმართულებით, გაეცნობა დისტანციური სწავლების ძირითად აქტივობებს (Etivities), გაიგებს რა ტიპის ტექნოლოგიური მხარდაჭერა არის საჭირო ონლაინ სწავლების მეთოდების პირისპირ სწავლების კომპონენტებთან კომბინირების პროცესში. აქცენტი გაკეთდება Moodle-ის ფუნქციების სრულყოფილ ათვისებაზე, მულტიმედიის და პროექტების ელექტრონული მართვის სისტემების გამოყენებაზე, აგრეთვე სტუდენტის ელექტრონული პორტფოლიოს შექმნაზე.
ტრენინგი ითვალისწინებს ინტერაქტიულ ჩართულობას, რომლის ფარგლებში მონაწილე პერსონალი მოახდენს მოდულში განხილული მასალის იმპლემენტაციას საკუთარი სასწავლო კურსის მაგალითზე.