პროფესიული გადაწვის პრევენცია

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი?

ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ ზრდასრული პირისთვის, ვინც დაინტერესებულია პროფესიულ გადაწვასა და პრევენციასთან დაკავშირებული საკითხებით.

ტრენინგის მიზანი:

მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება პროფესიული ცხოვრების ხარისხსა და პროფესიული გადაწვასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ინფორმაციის მიღება სტრესთან გამკლავების ძირითად სტრატეგიებზე და გავარჯიშება შესაბამის ტექნიკებში, რაც ხელს შეუწყობს საკუთარ თავზე ზრუნვას და პროფესიული გადაწვის პრევენციას.
ტრენინგის ძირითადი თემები:

რა არის პროფესიული ცხოვრების ხარისხი?
ძირითადი ცნებების განმარტება
პროფესიული გადაწვა
პროფესიული გადაწვის ნიშნები და მახასაიათებლები
რისკ ფაქტორები/გამომწვევი მიზეზები
პროფესიული გადაწვის ფაზები
პროფესიულ გადაწვასთან დაკავშირებული განწყობები
პრევენციისა და ინტერვენციის სტრატეგიები
სტრესის მართვის ტექნიკები
ტრენინგის ხანგრძლივობა – 6 საათი: ტრენინგი ჩატარდება 2 დღის მანძილზე 3-3 სთ. ჩატარების დრო თანხმდება წინასწარ.

ტრენინგის წამყვანები:

თეკლა ლათიბაშვილი – ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი, ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის კონსულტანტი;

ანა პაპავა – ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი, ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის კონსულტანტი;