ძირითადი თემები: ფინანსური მენეჯმენტის როლი; ფინანსური გარემო; ბუღალტერიის პრინციპები; ფირმის ფინანსური უწყისები; ფინანსური უწყისების ანალიზი; ანალიზისას ფინანსური კოეფიციენტების გამოყენება; ფინანსური დაგეგმვა და პროგნოზირება; ფულის ღირებულება დროში; პროექტების შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.

კურსის შედეგი: პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელებს წარმოდგენა შეექმნებათ ფინანსური მენეჯმენტის როლზე სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში; ეცოდინებათ ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები და შეძლებენ ფინანსური უწყისების წაკითხვას, ანალიზსა და პროგნოზირებას; ეცოდინებათ ფულის ღირებულება დროში და თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით შეძლებენ პროექტების შეფასებას.

კურსის ხანგრძლივობა: 10 კვირა, კვირაში 1 ლექცია – 2 საათი

სულ 20 საკონტაქტო და 40 არასაკონტაქტო (ინდივიდუალური მუშაობა) საათი

თემების განაწილება:

  • შესავალი – ფინანსური მენეჯმენტის როლი და ფინანსური გარემო – საკონტაქტო საათი 4, არასაკონტაქტო საათი 8.
  • ბუღალტერიის პრინციპები, ფირმის საბუღალტრო უწყისების ანალიზი და პროგნოზირება – საკონტაქტო საათი 8, არასაკონტაქტო საათი 16.
  • ფულის ღირებულება დროში და პროექტების შეფასება – საკონტაქტო საათი 8, არასაკონტაქტო საათი 16.

ტრენინგი ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კურსს გაუძღვება ტრენერი ნიკოლოზ ყაველაშვილი.

კურსის ღირებულებაა 500 ლარი.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

დამატებით ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: ppdc@iliaunui.edu.ge

რეგისტრაცია ტრენინგზე

ფინანსური მენეჯმენტის პრინციპები

სასურველ ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ფორმა შეავსოთ დაკვირვებით.

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:
მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970
სახაზინო კოდი: 708997499  ·  ბანკი: სახელმწიფო ხაზინა (TRESGE22)
დანიშნულებაში: სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

პროფესიული ინფორმაცია (არასავალდებულო):

გადახდის პირობები:

მსმენელი ვალდებულია:

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge