ცხადდება მიღება სასერტიფიკატო კურსზე „ღვინის ტურიზმი და საოჯახო მეღვინეობა“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე „ღვინის ტურიზმი და საოჯახო მეღვინეობა“.

კურსის მიზანია მსმენელმა შეიძინოს საფუძვლიანი ცოდნა ღვინოთმცოდნეობაში, ასევე გაეცნოს ქართული და საერთაშორისო ღვინის ბაზრის ვითარებას.

მსმენელი გაეცნობა ბიომევენახეობას, ტრადიციულსა და თანამედროვე მეღვინეობას, ასევე ღვინის, მათ შორის ქვევრის ღვინის, დაყენების მეთოდებს, საოჯახო მარნების მშენებლობის თავისებურებებს, ღვინის დეგუსტაციის სპეციფიკასა და ღვინის ტურიზმის პერსპექტივებს. კურსის პრაქტიკულ ნაწილში ადგილზე გაეცნობა საოჯახო მარნის მოწყობის სპეციფიკას.

კურსის დეტალები

ღირებულება
1 000 ₾
სრული კურსის საფასური
ხანგრძლივობა
2 თვე
კვირაში ორჯერ
ფორმატი / ლოკაცია
ჰიბრიდული
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მიღების ბოლო ვადა
4 დეკემბერი
დაწყება: 10 დეკემბერი

სასწავლო თემატიკა

კურსის ფარგლებში შეისწავლება შემდეგი საკითხები:

  • მევენახეობის შესავალი
  • ბიომევენახეობა
  • ყველაფერი ქვევრის შესახებ
  • ღვინის დაყენება ქვევრში
  • მარნის მშენებლობის თავისებურებები
  • საქართველოში წარმოებული ღვინის ტიპები და ღვინის ქართული საწარმოები
  • ღვინის დეგუსტაციის თეორია და პრაქტიკა
  • ღვინის ტურიზმი
  • ღვინის ბაზრის ზოგადი მიმოხილვა
  • მსოფლიო მეღვინეობა
  • პრაქტიკული გასვლა – საოჯახო მარნის მოწყობის სპეციფიკის გაცნობა ადგილზე

შეხვედრების განრიგი

სწავლების გრაფიკი:

ტრენინგი ჩატარდება კვირაში ორჯერ – ორშაბათს და ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰიბრიდული ფორმატით.

ზუსტი ადგილმდებარეობა (აუდიტორია / ონლაინ ბმული) ეცნობება დარეგისტრირებულ მსმენელებს.

კურსის ხელმძღვანელი

შოთა შერმადინი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მეღვინეობა „შერმადინის“ დამფუძნებელი

კურსს გაუძღვება შოთა შერმადინი – პრაქტიკოსი მეღვინე და ილიაუნის მოწვეული ლექტორი მრავალწლიანი გამოცდილებით ტრადიციული და თანამედროვე მეღვინეობის მიმართულებით.

ჯგუფური რეგისტრაცია და კითხვები: ორგანიზაციებს, ჯგუფებსა და დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მოგვწერონ ცენტრის ოფიციალურ ელფოსტაზე: ppdc@iliauni.edu.ge

რეგისტრაცია ტრენინგზე

დახურვა: 5 დეკემბერი 2026, 03:59
ხანგრძლივობა: 2 თვე
საფასური: 1 000 ₾
კითხვებისთვის მოგვწერეთ: ppdc@iliauni.edu.ge

რეგისტრაცია ტრენინგზე

ცხადდება მიღება სასერტიფიკატო კურსზე „ღვინის ტურიზმი და საოჯახო მეღვინეობა“

ხანგრძლივობა: 2 თვე

საფასური: 1 000 ₾

სასურველ ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ფორმა შეავსოთ დაკვირვებით.

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:
მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970
სახაზინო კოდი: 708997499  ·  ბანკი: სახელმწიფო ხაზინა (TRESGE22)
დანიშნულებაში: სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

პროფესიული ინფორმაცია (არასავალდებულო):

გადახდის პირობები:

მსმენელი ვალდებულია:

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge