სასერტიფიკატო კურსი „საჯარო გამოსვლისა და კომუნიკაციის ხელოვნება“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი და ილიაუნის თეატრი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე „საჯარო გამოსვლისა და კომუნიკაციის ხელოვნება“.

კურსის მიზანია მონაწილეებს განუვითაროს საჯარო გამოსვლისა და ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

პროგრამა ეფუძნება ფსიქოლოგიას, სხეულზე ორიენტირებულ პრაქტიკასა და დრამას. პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მონაწილეები სწავლის პროცესშივე გაიუმჯობესებენ საჯარო გამოსვლისა და კომუნიკაციის უნარებს. კურსის განმავლობაში მონაწილეები თეატრის სცენაზე იმუშავებენ საჯარო გამოსვლასთან დაკავშირებული შფოთვის დაძლევაზე, თავდაჯერებულობაზე, სათქმელის მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემასა და მსმენელებზე/მაყურებელზე გავლენის მოხდენაზე.

კურსის დეტალები

ღირებულება
600 ₾
შესაძლებელია საფასურის განაწილება
ხანგრძლივობა
4 კვირა
8 შეხვედრა
ადგილმდებარეობა
ილიაუნის თეატრი
თეატრის სცენაზე პრაქტიკით
მიღების ბოლო ვადა
20 ნოემბერი
2026 წელი

შეხვედრების განრიგი

შეხვედრების თარიღები და საათები (სულ 8 შეხვედრა):
24 ნოემბერი 19:00–21:00
28 ნოემბერი 13:00–15:00
1 დეკემბერი 19:00–21:00
5 დეკემბერი 13:00–15:00
8 დეკემბერი 19:00–21:00
12 დეკემბერი 13:00–15:00
15 დეკემბერი 19:00–21:00
19 დეკემბერი 13:00–15:00

კურსის ხელმძღვანელი

საბა ჩიხლაძე

ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მაგისტრი

კურსს გაუძღვება ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მაგისტრი საბა ჩიხლაძე. სწავლება ეფუძნება ფსიქოლოგიას, სხეულზე ორიენტირებულ პრაქტიკასა და დრამას, რაც მონაწილეებს ეხმარება რეალურ თეატრალურ გარემოში დაძლიონ საჯარო გამოსვლასთან დაკავშირებული ბარიერები.

ჯგუფური რეგისტრაცია და კითხვები: ორგანიზაციებს, ჯგუფებსა და დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მოგვწერონ ცენტრის ოფიციალურ ელფოსტაზე: ppdc@iliauni.edu.ge

რეგისტრაცია ტრენინგზე

დახურვა: 20 ნოემბერი 2026, 23:59
ხანგრძლივობა: 4 კვირა
საფასური: 600 ₾
კითხვებისთვის მოგვწერეთ: ppdc@iliauni.edu.ge

რეგისტრაცია ტრენინგზე

სასერტიფიკატო კურსი „საჯარო გამოსვლისა და კომუნიკაციის ხელოვნება“

ხანგრძლივობა: 4 კვირა

საფასური: 600 ₾

სასურველ ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ფორმა შეავსოთ დაკვირვებით.

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:
მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970
სახაზინო კოდი: 708997499  ·  ბანკი: სახელმწიფო ხაზინა (TRESGE22)
დანიშნულებაში: სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

პროფესიული ინფორმაცია (არასავალდებულო):

გადახდის პირობები:

მსმენელი ვალდებულია:

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge