ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას ტრენინგკურსზე „ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოება ISO 15190 სტანდარტის შესაბამისად“.
სასწავლო კურსი განკუთვნილია კვლევითი და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიების პერსონალისთვის პროფესიული უნარების განვითარების ან ახალი კომპეტენციების შეძენის მიზნით.
რატომ არის კურსი მნიშვნელოვანი?
ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია პერსონალის, ბიოლოგიური მასალისა და გარემოს დასაცავად. კურსი ეფუძნება ISO 15190 საერთაშორისო მოთხოვნებს, რომლებიც სამედიცინო და ბიოლოგიური ლაბორატორიების უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენს. პროგრამა მონაწილეებს აძლევს თანამედროვე თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შემდეგ საკითხებზე:
- ბიოლოგიურ საფრთხეებთან მუშაობა — პათოგენების იდენტიფიცირება, უსაფრთხო დამუშავება და პრევენციული ზომები;
- რისკების მართვა — ბიოლოგიური რისკების შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგია და კონტროლის სისტემები;
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა — საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროტოკოლები და აღჭურვილობის ექსპლუატაცია.
კურსის დეტალები
განრიგი
14 დეკემბერი
- ხუთშაბათი: 11:00–16:00 სთ
- პარასკევი: 16:00–19:00 სთ
- შაბათი და კვირა: 11:00–15:00 სთ
მენტორები
მარი მურცხვალაძე
მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიის მენეჯერი სწავლების და ლაბორატორიაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით. კვალიფიკაცია მიღებული აქვს აშშ-ის ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში, იელის უნივერსიტეტსა და დიდი ბრიტანეთის სანგერის გენომის ცენტრში. 2013 წლიდან მუშაობს ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში.
ეკატერინე თევდორაძე
მოლეკულური ვირუსოლოგიისა და მიკრობიოლოგიის მიმართულებით ბიოლოგიური საფრთხის შემცველ აგენტებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით. ბიოუსაფრთხოების ოფიცერი. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (GAC) – საერთაშორისო სტანდარტების (სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 საგამოცდო/საკალიბრო და სსტ ისო 15189:2022 სამედიცინო ლაბორატორიები) მიხედვით კომპეტენციის შემფასებელ-ექსპერტი.


