ტრენინგი „ელექტრონული პლატფორმების გამოყენება შერეული სწავლების ფორმატში“

26-28 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით მოწვეული ლექტორებისა და დოქტორანტებისთვის გაიმართება ტრენინგი „ელექტრონული პლატფორმების გამოყენება შერეული სწავლების ფორმატში“.

კურსის მიზანია:

  • გააცნოს აუდიტორიას შერეული სწავლების ახალ მეთოდებსა და მიდგომებთან

დაკავშირებული თეორიული საფუძვლები და განუვითაროს შესაბამისი პრაქტიკული უნარები.

  • კურსის ფარგლებში განიხილავენ შერეული სწავლების ახალ მიდგომებს; ასევე სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების (emergent learning) გამოყენების უპირატესობებსა და გამოწვევებს. ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ცოდნას შერეული სწავლების მეთოდის გამოყენების მიმართულებით, გაეცნობიან დისტანციური სწავლების ძირითად აქტივობებს (Etivities), გაიგებენ, რა ტიპის ტექნოლოგიური მხარდაჭერა არის საჭირო ონლაინ სწავლების მეთოდების პირისპირ სწავლების კომპონენტებთან კომბინირების პროცესში.
  • ტრენერი ყურადღებას გაამახვილებს მულტიმედიისა და პროექტების ელექტრონული მართვის სისტემების გამოყენებაზე, ასევე სტუდენტის ელექტრონული პორტფოლიოს შექმნაზე.

ტრენინგი ითვალისწინებს ინტერაქტიულ ჩართულობას. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ სასწავლო კურსში მიღებული პრაქტიკული ცოდნის გამოყენებას.

ტრენინგს გაუძღვება ელენე ჟურავლიოვა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი.

სამუშაო ენა: ქართული

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge