საორიენტაციო ონლაინშეხვედრა/ტრენინგი ილიაუნის ახალი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორებისთვის

14 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორებისთვის გაიმართება საორიენტაციო ონლაინშეხვედრა/ტრენინგი.

დღის წესრიგი: 

  • მისალმება −  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფაკულტეტების დეკანები
  • ინფორმაცია სამსახურების საქმიანობისა და შესაძლებლობების შესახებ − განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების უფროსები
  • არგუსი და სასწავლო პროცესი
  • პლაგიატი, ელექტრონული სწავლების პორტალი, საბიბლიოთეკო სერვისები

ტრენერები:

გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე
ირინა ბაზღაძე, არგუსის მთავარი ადმინისტრატორი

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://forms.gle/9udxYkD65AQ3k5129

2025

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge