მიღება ტრენინგკურსზე „ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოება ISO 15190-ის მოთხოვნების შესაბამისად“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას ტრენინგკურსზე „ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოება ISO 15190-ის მოთხოვნების შესაბამისად“.

სასწავლო კურსი განკუთვნილია კვლევითი და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიების პერსონალისთვის პროფესიული უნარების შესაძენად და გასავითარებლად.

რატომ არის ეს კურსი მნიშვნელოვანი?

ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია პერსონალის, ბიოლოგიური მასალისა და გარემოს დაცვისთვის.

კურსი ეფუძნება ISO 15190 საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც სამედიცინო და ბიოლოგიური ლაბორატორიების უსაფრთხოების უმაღლეს ნიშნულს წარმოადგენს. პროგრამა მონაწილეებს აძლევს თანამედროვე თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შემდეგ საკითხებზე:

  • ბიოლოგიურ საფრთხეებთან მუშაობა;
  • რისკების მართვა;
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.

კურსის დეტალები

  • ღირებულება: 1000 ლარი
  • ხანგრძლივობა: 16 საათი
  • ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორია (საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ტრენინგის ჩატარება უშუალოდ დამკვეთის კლინიკურ ან კვლევით ლაბორატორიაში).
  • სერტიფიკატი: კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ორენოვანი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მსმენელის კომპეტენციას ISO 15190 მოთხოვნების შესაბამისად.

განრიგი

კურსი ჩატარდება ყოველ პარასკევსა და შაბათს შემდეგ პერიოდებში:

მაისის ჯგუფი: 8, 9, 15, 16, 22, 23, 29, 30 მაისი, ხანგრძლივობა 2 საათი

ივნისის ჯგუფი: 5 ივნისიდან (ყოველ პარასკევსა და შაბათს)

კურსის მენტორები

ეკატერინე თევდორაძე (PhD)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მოლეკულური მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის მიმართულებით მაღალი რისკის პათოგენებთან (EDP) და მათ ვირუსებთან მუშაობის 25-წლიანი გამოცდილებით. გავლილი აქვს ბიოუსაფრთხოების ოფიცრის საკვალიფიკაციო ტრენინგები აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) პროგრამის ფარგლებში. აქვს 10-წლიანი გამოცდილება უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მიკრობიოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის თეორიულ, პრაქტიკულ და კვლევით სწავლებაში და საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს GAC შემფასებელ/ექსპერტად, საგამოცდო და სამედიცინო ლაბორატორიების კომპეტენციის შეფასებაში ISO17025/ISO15189 სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

მარი მურცხვალაძე (PhD)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიის მენეჯერი სწავლების და მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორიაში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილებით. კვალიფიკაცია მიღებული აქვს აშშ-ის ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში, იელის უნივერსიტეტსა და დიდი ბრიტანეთის სანგერის გენომის ცენტრში. გავლილი აქვს ლაბორატორიული უსაფრთხოების საკვალიფიკაციო ტრენინგები აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) პროგრამის ფარგლებში. 2013 წლიდან მუშაობდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რ. ლუგარის გენომის ლაბორატორიაში.

რეგისტრაცია

ინდივიდუალური რეგისტრაციისთვის: შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 

ჯგუფური რეგისტრაციისთვის: გთხოვთ, მოგვწეროთ ელფოსტაზე: ketevan.grigolia@iliauni.edu.ge

2026

რეგისტრაცია ტრენინგზე

მიღება ტრენინგკურსზე „ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოება ISO 15190-ის მოთხოვნების შესაბამისად“

სასურველ ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ფორმა შეავსოთ დაკვირვებით.

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:
მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970
სახაზინო კოდი: 708997499  ·  ბანკი: სახელმწიფო ხაზინა (TRESGE22)
დანიშნულებაში: სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

პროფესიული ინფორმაცია (არასავალდებულო):

გადახდის პირობები:

მსმენელი ვალდებულია:

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge