ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი და კიბერლაბორატორია უნილაბის  3-თვიან პრაქტიკული კურსი WordPress.

WordPress კურსის შესახებ

WordPress პირველად 2003 წელს გამოჩნდა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რადგან ამ პლატფორმამ საგრძნობლად გაამარტივა ვებგვერდის შექმნის შესაძლებლობა.

საიტებისა და ბლოგების მართვის სისტემა დაწერილია PHP პროგრამირების ენაზე. დღევანდელი მონაცემებით მას 60 მილიონზე მეტი საიტი იყენებს.

უამრავი დამხმარე კომპიუტერული პროგრამისა თუ ონლაინსერვისის საშუალებით ვებგვერდის შექმნა უფრო და უფრო მარტივდება. თანამედროვე პოპულარული პლატფორმა WordPress-იც სწორედ სიმარტივეს ემსახურება.

ამ კურსის დახმარებით შეძლებ სრულფასოვანი ვებგვერდის შექმნას მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული CMS სისტემის, wordpress-ის, საშუალებით. კურსის ბოლოს გეცოდინება ინტერნეტის ფუნქციონირების პრინციპები, wordpress-ის ბაზაზე საკუთარი ვებგვერდის შექმნა და მართვა, Embed კოდებთან მუშაობა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი ლექტორის დახმარებით რეალურ პროექტზე იმუშავებ.

კურსის ხანგრძლივობა და სწავლების ეტაპები

კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე და მოიცავს ორ ეტაპს.

პირველი ეტაპი

2 თვის განმავლობაში თეორიული სწავლება– მონაწილეები გადიან სილაბუსით გათვალისწინებულ სასწავლო თემებს და ასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს.

მეორე ეტაპი

პროექტის მეორე ეტაპზე მონაწილეები ცოდნის განმტკიცებისა და საკუთარი პორტფოლიოს შესაქმნელად განახორციელებენ რეალურ პროექტებს. ამ პროცესში მონაწილეებს ასისტირებას გაუწევს კიბერლაბორატორია უნილაბის პრაქტიკოსი მენტორი.
WordPress-ის კურსდამთავრებულები ფინალური პროექტის სახით შექმნიან და წარმოადგენენ ვებგვერდს.

ვისთვის არის განკუთვნილი კურსები?

კურსის გავლა შეუძლია ციფრული პროფესიებით დაინტერესებულ ნებისმიერი გამოცდილების მქონე მსურველს (ასაკი: 16+ ).

კურსის საფასური

3-თვიანი კურსის სრული საფასურია 880 ლარი.

ვინ მასწავლის?

WordPress კურსის ფარგლებში თეორიული სწავლების პროცესს გაუძღვება და შემდეგ ფინალური პროექტის შესრულების პროცესში მონაწილეებს მენტორობას გაუწევს კიბერლაბორატორია უნილაბის პრაქტიკოსი ლექტორი რევი ყურაშვილი, WordPress დეველოპერი.

რევი ვებგვერდების აწყობით 15 წლისა დაინტერესდა და DLE-ისა (DataLife Engine) და Joomla-ის გამოყენებით საიტების აწყობა დაიწყო. ამ დროიდან იწყებს IT სფეროს დამოუკიდებლად შესწავლას. დღეს თანამშრომლობს სხვადასხვა სააგენტოსთან ციფრული პროექტების ფარგლებში და მუშაობს ფრილანსერად.

რატომ უნდა ავირჩიო უნილაბის პრაქტიკული კურსები?

კურსები გაძლევს შესაძლებლობას:

  • პროექტში შეძენილი თეორიული ცოდნა გამოიყენო რეალური პროექტის განსახორციელებლად;
  • სწავლების პროცესში შექმნა საკუთარი პორტფოლიო, რომელიც დაგეხმარება სამუშაო გამოცდილების დადასტურებაში დამსაქმებელთან;
  • დაეუფლო მომავლის პროფესიას, რომელიც დაგეხმარება, გახდე ფრილანსერი ან დასაქმდე რომელიმე კომპანიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის

infounilab@iliauni.edu.ge
https://www.facebook.com/UniLabEdu
https://unilab.iliauni.edu.ge
https://ppdc.iliauni.edu.ge

 

რეგისტრაცია ტრენინგზე

WORDPRESS

სასურველ ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ფორმა შეავსოთ დაკვირვებით.

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:
მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970
სახაზინო კოდი: 708997499  ·  ბანკი: სახელმწიფო ხაზინა (TRESGE22)
დანიშნულებაში: სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

პროფესიული ინფორმაცია (არასავალდებულო):

გადახდის პირობები:

მსმენელი ვალდებულია:

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge