„მუსიკალური ფორმის ანალიზი“ – სასერტიფიკატო ონლაინკურსი მუსიკის მასწავლებლებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი მუსიკის მასწავლებლებისა და ამ პროფესიით დაინტერესებული პირებისთვის აცხადებს მიღებას ახალ სასერტიფიკატო კურსზე „მუსიკალური ფორმის ანალიზი“.

კურსის მონაწილეები გაეცნობიან მუსიკის ძირითად ჟანრებსა და ფორმებს, გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც დაეხმარებათ როგორც საგნის გამოცდის ჩაბარებაში, ისე პედაგოგიურ საქმიანობაში. სასწავლო პროგრამის მიზანია მუსიკალური ჟანრებისა და ფორმების სიღრმისეული შესწავლა ისტორიული ეპოქების ჭრილში.

მსმენელები შეისწავლიან, რას წარმოადგენს მუსიკალური ფორმა და სტრუქტურა, რა ელემენტებისგან შედგება მუსიკალური სინტაქსი, რა ხერხებით ვითარდება მუსიკალური მასალა და რა კანონზომიერებები თუ ფორმები ახასიათებს კონკრეტულ ისტორიულ ეპოქებს.

თეორიულ ცოდნას მონაწილეები პრაქტიკაში გამოიყენებენ და სასკოლო კურიკულუმის გათვალისწინებით სხვადასხვა ეპოქის, სტილისა და ჟანრის აკადემიური კომპოზიციების ანალიზს შეძლებენ.

კურსს გაუძღვება ქეთევან შენგელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მუსიკის ცენტრის ლექტორი, რენესანსისა და ბაროკოს მიმართულების წამყვანი და საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი.

ფორმატი: ონლაინკურსი

სამუშაო ენა: ქართული

დაწყების თარიღი: 20 ივნისი

გრაფიკი: კვირაში 2 დღე (სამშაბათი და პარასკევი), 19:00 საათი

ხანგრძლივობა: 28 საკონტაქტო საათი

ღირებულება: 180 ლარი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შევსება ბმულზე: https://forms.gle/VX1y33fSj5mgn34n8

აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა: 14 ივნისი

2026

რეგისტრაცია ტრენინგზე

„მუსიკალური ფორმის ანალიზი“ – სასერტიფიკატო ონლაინკურსი მუსიკის მასწავლებლებისთვის

სასურველ ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ფორმა შეავსოთ დაკვირვებით.

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:
მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970
სახაზინო კოდი: 708997499  ·  ბანკი: სახელმწიფო ხაზინა (TRESGE22)
დანიშნულებაში: სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

პროფესიული ინფორმაცია (არასავალდებულო):

გადახდის პირობები:

მსმენელი ვალდებულია:

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge