მიღება სასერტიფიკატო კურსზე „მუსიკის სწავლების მეთოდები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე „მუსიკის სწავლების მეთოდები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში“. კურსის მსმენელები ძირითადი საგნის გამოცდის პროგრამის შესწავლასთან ერთად  გაეცნობიან მუსიკის სწავლების ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს – ციფრულ მუსიკოლოგიას და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სასწავლო პროცესში.

კურსი სრულად პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმისა და მუსიკის საგნის სტანდარტის მოთხოვნებს.

პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება მუსიკის საგნის გამოცდის ჩაბარების მსურველებისა და პროფესიული ზრდით დაინტერესებული საჯარო სკოლის  მუსიკის მასწავლებლების, ასევე ხელოვნების სფეროს პედაგოგებისა და, ზოგადად, პრაქტიკოსებისთვის, რომლებიც ცდილობენ სწავლების თანამედროვე, ღრმა და აზრობრივი მოდელებით მუშაობას.

კურსს გაუძღვებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის საგნის 60-კრედიტიანი პროგრამის ხელმძღვანელი, პროფ. ქეთევან შენგელია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ექსპერტი დავით ზათიაშვილი

კურსის დაწყების თარიღი: 1 ოქტომბერი

სამუშაო შეხვედრები გაიმართება ონლაინ თიმსის პლატფორმაზე კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს (19.00-21.00 საათამდე)

კურსის ხანგრძლივობა – ათი კვირა

კურსის ღირებულება – 250 ლარი (თვეში 83 ლარი)

სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/CP8RDeHVa7XqYyZWA

საკონტაქტო ინფორმაცია

ketevan.shengelia@iliauni.edu.ge

ketevan.grigolia@iliauni.edu.ge

2026

რეგისტრაცია ტრენინგზე

მიღება სასერტიფიკატო კურსზე „მუსიკის სწავლების მეთოდები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში“

სასურველ ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ფორმა შეავსოთ დაკვირვებით.

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:
მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970
სახაზინო კოდი: 708997499  ·  ბანკი: სახელმწიფო ხაზინა (TRESGE22)
დანიშნულებაში: სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

პროფესიული ინფორმაცია (არასავალდებულო):

გადახდის პირობები:

მსმენელი ვალდებულია:

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge