ციფრული კომუნიკაციები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი და კიბერლაბორატორია უნილაბის  3-თვიანი პრაქტიკულ კურსი „ციფრული კომუნიკაციები“.

ციფრული კომუნიკაციების კურსის შესახებ

მომხმარებელსა და სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის ციფრული პლატფორმებისა და არხების გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მნიშვნელოვანი საშუალებაა.

ინტერნეტსივრცეში დღეს ყველას მარტივად მიაწვდენ ხმას, ამისთვის კი სწორი მარკეტინგული სტრატეგია და ციფრული არხია საჭირო. სწორედ ამიტომ ციფრულ კომუნიკაციებთან დაკავშირებული პროფესიები დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია და, რაც მთავარია, მზარდი შესაძლებლობები აქვს.

კურსის მიზანია, გაეცნო ციფრული მედიის შესაძლებლობებს, შეძლო სოციალური მედიისა და სხვა ციფრული არხების ეფექტურად გამოყენება, გაიგო ციფრული პლატფორმების დამატებითი შესაძლებლობები და მომავალში საჭიროებისამებრ გამოიყენო.

სწავლება პრაქტიკული ხასიათისაა და კურსის განმავლობაში შეძლებ, თავად შექმნა და მართო სოციალური მედიაარხები, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას რეალურ პროექტზე მუშაობისას გამოიყენებ.

კურსის ხანგრძლივობა და სწავლების ეტაპები

კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე და მოიცავს ორ ეტაპს.

პირველი ეტაპი

2 თვის განმავლობაში თეორიული სწავლება – მონაწილეები გადიან სილაბუსით გათვალისწინებულ სასწავლო თემებს და ასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს.

მეორე ეტაპი

პროექტის მეორე ეტაპზე მონაწილეები ცოდნის განმტკიცებისა და საკუთარი პორტფოლიოს შესაქმნელად განახორციელებენ რეალურ პროექტებს. ამ პროცესში მონაწილეებს ასისტირებას გაუწევენ კიბერლაბორატორია უნილაბის პრაქტიკოსი მენტორები.

ვისთვის არის განკუთვნილი კურსები?

კურსის გავლა შეუძლია ციფრული პროფესიებით დაინტერესებულ ნებისმიერი გამოცდილების მქონე მსურველს (ასაკი: 16+ ).

კურსის საფასური

3-თვიანი კურსის სრული საფასურია 880 ლარი.

ვინ მასწავლის?

ციფრული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში თეორიული სწავლების პროცესს გაუძღვებიან და შემდეგ ფინალური პროექტის შესრულების პროცესში მონაწილეებს მენტორობას გაუწევენ კიბერლაბორატორია უნილაბის პრაქტიკოსი ლექტორები მარი მიხანაშვილი და ქეთო ახვლედიანი.

ლექტორების შესახებ

მარი მიხანაშვილი, სარეკლამო სააგენტო Saatchi & Saatchi-ს კონტენტ კრეატორი. 2021 წლიდან იკავებდა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციას, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის პროექტის „კომპიუტერული უნარ-ჩვევების საბაზისო კურსებისათვის“ ლექტორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მედიამარკეტინგის კურსის მოწვეული ლექტორი.

ქეთო ახვლედიანი, კრეატიული სააგენტო Leavingstone-ის Senior Advertiser-ი. 2020 წლიდან დღემდე ჯეოლაბისა (GeoLab) და უნილაბის (UniLab) ლექტორია სოციალურ მედიამენეჯმენტსა და ციფრულ მარკეტინგში რეკლამის მიმართულებით. 2020 წლიდან არის Google Ads, Google Analytics, Facebook Ads სერტიფიცირებული ციფრული მარკეტერი.

რატომ უნდა ავირჩიო უნილაბის პრაქტიკული კურსები?

კურსები გაძლევს შესაძლებლობას

  • პროექტში მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენო რეალური პროექტის განსახორციელებლად;
  • სწავლების პროცესში შექმნა საკუთარი პორტფოლიო, რომელიც დაგეხმარება სამუშაო გამოცდილების დადასტურებაში დამსაქმებელთან;
  • დაეუფლო მომავლის პროფესიას, რომელიც დაგეხმარება, გახდე ფრილანსერი ან დასაქმდე რომელიმე კომპანიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის

infounilab@iliauni.edu.ge
https://www.facebook.com/UniLabEdu
https://unilab.iliauni.edu.ge

https://ppdc.iliauni.edu.ge/

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge