კურსის მიზანია, მოამზადოს საშუალო და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების პედაგოგიური პერსონალი იმისთვის, რათა მათ შეძლონ თავიანთი სასწავლო კურსების დაგეგმვა ანდა განახლება ე.წ. ამობრუნებული საკლასო ოთახის (Flipped Classroom) მოდელის მიხედვით, რომელშიც გამოყენებული იქნება თანამშრომლობითი სწავლის (Community of Inquiry) ხელშემწყობი მიდგომები, აქტიური სწავლის (Active Learning) ტექნიკები და ელექტრონული სწავლების ხელსაწყოები.
კურსის მონაწილეები შეიტყობენ, რა არის აქტიური სწავლა და რატომაა მისი დანერგვა მიზანშეწონილი ახალი თაობასთან მუშაობაში; გააცნობიერებენ, როგორი უპირატესობები აქვს ამობრუნებულ საკლასო ოთახს ონლაინ-სწავლების ფორმატში და რატომაა იგი უფრო შედეგიანი, ვიდრე ტრადიციული საკლასო ოთახი; გაეცნობიან ღია საგანმანათლებლო რესურსებსა (Open Educational Resources) და მათი გამოყენების სამართლებრივ ასპექტებს; პრაქტიკაში გამოცდიან (Learning by Doing) სწავლების ციფრულ ხელსაწყოებს, რომლებიც გამოადგებათ ამობრუნებულ საკლასო ოთახზე აქტიური და თანამშრომლობითი სწავლის ტექნიკების გამოსაყენებლად. კურსის ფარგლებში დაიგეგმაება ამობრუნებული გაკვეთილები ABC-სასწავლო დიზაინის მიხედვით და მოისინჯება ონლაინ-ხელსაწყოები, რომლებიც გამოდგება ონლაინ-შეფასების სისტემის ხარისხის უზრუნველსაყოფად.