თორნიკე გურული

ტრენერის შესახებ

თორნიკე გურულმა დაამთავრა ქემნიცის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (გერმანია) და სხვადასხვა დროს სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში. პარალელურად გაიარა საერთაშორისო ტრენერების სპეციალური განათლების სამწლიანი პროგრამა თეოდორ ჰოისის კოლეგიაში (გერმანია) და მოიპოვა კოლეგიის საერთაშორისო ტრენერის სტატუსი. სხვადასხვა დროს ასწავლიდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, თავისუფალ უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. თორნიკე გურული პრაქტიკოსი პედაგოგია და მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს მენეჯერულ პოზიციებზე კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში. სხვადასხვა დროს ის წამყვან პოზიციებზე მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, „სარკე ჯგუფში“, „ვისოლ ჯგუფში“, „საქართველოს ბანკში“, „პსპ ჯგუფში“. პროფესორების გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტში (კოლუმბია, აშშ). საერთაშორისო ტრენერის სტატუსით, ჩატარებული აქვს 400-მდე ტრენინგი საქართველოსა და მსოფლიოს ათამდე ქვეყანაში.

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge