სოფიო ლებანიძე

სოფიოს გააჩნია 25 წლიანი მუშაობის გამოცდილება მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე და ითვალისწინებს, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებში, ასევე კერძო ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას. იგი წლების განმავლობაში მუშაობს დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორც ექსპერ კონსულტანტი და მისი საქმიანობის სფერო მეტწილად კონცენტრირებულია ჯანდაცვის და სოციალურ სექტორზე.

სოფიოს გააჩნია ტრეინინგების ჩატარების და სალექციო კურსების მომზადებისა 15 წლიანი გამოცდილება. მისი გამოცდილება ითვალისწინებს, როგორც აუდიტორიასთან მუშაობის პრაქტიკას, ასევე ჰიბრიდულ და დისტანციურ რეჟიმში მსმენელებთან მუშაობის კომპეტენციებს.

2015-2021 წლებში იგი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. 2014 წლიდან, როგორც ასოცირებული პროფესორი სოფიო არის „ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

2012-2014 წლებში მან მოიპოვა სახელმწიფო მართვის აღმასრულებელი მაგისტრის წოდება მაქსველის სკოლაში (Maxwell Scholl of Citizenship and Public Affairs – EMPA) და ამავდროულად გაიარა ორი დიპლომირებული საერტიფიკატო კურსი ლიდერობასა და კონფლიქტების მართვაში და ასევე ჯანდაცვის სისტემების მართვაში.

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge