ტრენერის შესახებ
თამარ მაღალაშვილი
თამარ მაღალაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი და მარკეტინგის სასწავლო კურსების მიმართულების ხელმძღვანელია. იგი ათ წელზე მეტია უძღვება სალექციო კურსებს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე.
თამარს ტრენინგების ჩატარების 15 წლიანი გამოცდილება აქვს. ჩატარებული აქვს 200-ზე მეტი ტრენინგი და სხვა საგანმანათლებლო აქტივობა კერძო და სახელმწიფო სექტორებში. იგი არის ინოვაციური სწავლა-სწავლების ტრენერის (Erasmus+ Capacity Building PRINTel Project, ბარსელონას უნივერსიტეტი), დისტანციური სწავლების (Erasmus Plus CBHE Project “Love.Distance, პორტოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი) და პროფესიონალი ქოუჩის (Ericson University) სერტიფიკატების მფლობელი.
თამარ მაღალაშვილის ბიზნეს სექტორში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება პრაქტიკაზე და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებულს ხდის მის მიერ შემუშავებულ და ჩატარებულ ინტეგრირებულ სასწავლო პროგრამებს.