გიგა ხოსიტაშვილი

ტრენერის შესახებ

გიგა ხოსიტაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეა, ასევე, 2011 წლიდან წლიდან ამავე უნივერსიტეტში მუშაობს მოწვეული მასწავლებელის პოზიციაზე. კითხულობს კურსებს აკადემიური უნარები (ENG); ონლაინ სწავლება და ტექნოლოგიების გამოყენება განათლებაში (MA).  2015 წლიდან მან რამდენჯმერმე გაიარა მომზადების კურსი სწავლების თანამდეროვე მეთოდებში ლუვენის, უფსალას, გრაცის და კაუნასის უნივერსიტეტებში; ონლაინ სწავლების მეთოდებში კი პარიზის დიდროს, ჰაიფას, ტალინის და ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტებში.  სასწავლო მობილობის ფარგლებში კითხულობდა ლექციებს კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯში (დანია) და ვალიადოლიდის უნივერსიტეტში (ესპანეთი).

ამჟამად ის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სადოქტორო სკოლის დოქტორანტი, ხოლო მაგისტრის ხარისხი მოპოვებული აქვს – ინფორმაციის მენეჯმენტში.

2016 წლიდან დღემდე, გიგამ გაიარა ტრენერთა მომზადების კურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტების ფარგლებში ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. 2019 წლიდან ის ატარებს ტრენინგებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ისეთ საკითხებზე, როგორიც არის აკადემიური კეთილსინდისიერება და შერეული სწავლა-სწავლება.

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge