რესან ქიქავა

ტრენერის შესახებ

რესან ქიქავა არის სს „გამოფენების ცენტრის“ დირექტორი, 10-წლიანი მენეჯერული გამოცდილებით საბანკო, საკონსულტაციო, უძრავი ქონებისა და ნავთობპროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებებით. 2010-2013 წლებში რესანი მუშაობდა ქ. ლონდონში (დიდი ბრიტანეთი), ერთ-ერთ საერთაშორისო ტრეიდერულ კომპანიაში, რომელშიც ეკავა ჯერ რისკების მენეჯერი და შემდეგ – გენერალური დირექტორის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში რესან ქიქავა იყო ბრიტანული კომპანია Virgin-ის სტრატეგიული კონსულტანტი, აგრეთვე რამდენიმე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის კონსულტანტი მენეჯმენტისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებებით. 2005-2006 წლებში იგი იყო სამშენებლო კომპანია „იბერიის“ პროექტის დირექტორი, ხოლო 2003-2005 წლებში – სს „თიბისი ბანკის“ კომერციული კრედიტების მენეჯერი.

რესან ქიქავა ფლობს ლონდონის – ”Imperial College London Business School”-ის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და Imperial College-ის დიპლომს, აგრეთვე ESM-თბილისის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სახელმწიფოს მართვის სპეციალობით.

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge