ნიკოლოზ ყაველაშვილი

ტრენერის შესახებ

ნიკოლოზ ყაველაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი. უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს სადოქტორო და საბანკო პროგრამებს, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას. ნიკოლოზი 2008 წლიდან ასწავლის ფინანსურ, ეკონომიკურ და საბანკო საგნებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2021 წლის დეკემბრამდე  იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. თავისი 30 წლიანი კარიერის მანძილზე ის მუშაობდა როგორც ბიზნესს ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ნიკოლოზი ფლობს დოქტორის ხარისხს ბიზნეს ადმინისტრირებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტისგან, მაგისტრის ხარისხს ეკონომიკასა და ფინანსებში ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან.  მას ასევე დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge