მამუკა ნადარეიშვილი

ტრენერის შესახებ

მამუკა ნადარეიშვილი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, სამეცნიერო- პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 1983 წლიდან. 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

პროფესორია. კითხულობს ლექციებს სტატისტიკის სხვადასხვა ნაწილში. მათ შორის მონაცემთა ანალიზში SPSS-ის გამოყენებით. 1998 წლიდან ჩართულია სოციოლოგიურ და მარკეტინგულ

კვლევებში, როგორც სტატისტიკოსი. მონაწილეობდა 400-ზე მეტ შერჩევით გამოკვლევაში. აქვს შერჩევითი კვლევების დაგეგმვის, ჩატარებისა და სხვადასხვა მიმართულებით ანალიზის ტრენინგების ჩატარების დიდი გამოცდილება.

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge