ელენე ჟურავლიოვა

ტრენერის შესახებ

1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი ბიოლოგიის სპეციალობით, 2001 წელს – ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა სპეციალობით „მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგია“. 2005 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბიოქიმიის (ნეიროქიმიის) მიმართულებით. 2005 წლიდან მუშაობს ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის (ყოფილი ფიზიოლოგიის ინსტიტუტი) ბიოქიმიის განყოფილებაში, 2008 წლიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად ბიოქიმიის დარგში. 2013 წლიდან  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მისი კვლევის ძირითადი სფეროა ნერვული ქსოვილის სასიგნალო სისტემები, ბიოენერგეტიკა და მათზე ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ეფექტი. კვლევას აწარმოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტში.

სხვადასხვა წლებში ევროპის უნივერსიტეტებში გაიარა ტრენერთა ტრეინინგი სწავლებაში ტექნოლოგიების გამოყენების და დისტანციური სწავლების მიმართულებით (ავსტრია, ესპანეთი, ბელგია). არის სამედიცინო განათლების სერტიფიცირებული სპციალისტი (AMEE-ს მიერ). 2021 წელს იყო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი, ხოლო 2022 წლიდან არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრია. 2019 წლიდან ატარებს ტრეინინგებს ჰიბრიბრიდული სწავლების მეთოდებსა და მიდგომებზე.