ტრენინგკურსი „ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოება ISO 15190 სტანდარტის შესაბამისად“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას ტრენინგკურსზე „ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოება ISO 15190 სტანდარტის შესაბამისად“.

სასწავლო კურსი განკუთვნილია კვლევითი და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიების პერსონალისთვის პროფესიული უნარების განვითარების ან ახალი კომპეტენციების შეძენის მიზნით.

რატომ არის კურსი მნიშვნელოვანი?

ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია პერსონალის, ბიოლოგიური მასალისა და გარემოს დასაცავად. კურსი ეფუძნება ISO 15190 საერთაშორისო მოთხოვნებს, რომლებიც სამედიცინო და ბიოლოგიური ლაბორატორიების უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენს. პროგრამა მონაწილეებს აძლევს თანამედროვე თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შემდეგ საკითხებზე:

  • ბიოლოგიურ საფრთხეებთან მუშაობა — პათოგენების იდენტიფიცირება, უსაფრთხო დამუშავება და პრევენციული ზომები;
  • რისკების მართვა — ბიოლოგიური რისკების შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგია და კონტროლის სისტემები;
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა — საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროტოკოლები და აღჭურვილობის ექსპლუატაცია.

კურსის დეტალები

ღირებულება
1000 ₾
ხანგრძლივობა
16 საათი
ადგილმდებარეობა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორია (ან დამკვეთის ბაზაზე)
სერტიფიკატი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ორენოვანი სერტიფიკატი (ISO 15190)

განრიგი

კურსის დაწყების თარიღი
14 დეკემბერი
შეხვედრების განრიგი საათების მიხედვით (ხუთშაბათი-კვირა):
  • ხუთშაბათი: 11:00–16:00 სთ
  • პარასკევი: 16:00–19:00 სთ
  • შაბათი და კვირა: 11:00–15:00 სთ

მენტორები

მარი მურცხვალაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიის მენეჯერი სწავლების და ლაბორატორიაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით. კვალიფიკაცია მიღებული აქვს აშშ-ის ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში, იელის უნივერსიტეტსა და დიდი ბრიტანეთის სანგერის გენომის ცენტრში. 2013 წლიდან მუშაობს ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში.

ეკატერინე თევდორაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

მოლეკულური ვირუსოლოგიისა და მიკრობიოლოგიის მიმართულებით ბიოლოგიური საფრთხის შემცველ აგენტებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით. ბიოუსაფრთხოების ოფიცერი. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (GAC) – საერთაშორისო სტანდარტების (სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 საგამოცდო/საკალიბრო და სსტ ისო 15189:2022 სამედიცინო ლაბორატორიები) მიხედვით კომპეტენციის შემფასებელ-ექსპერტი.

ჯგუფური რეგისტრაცია: ორგანიზაციებს და ჯგუფებს რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მოგვწერონ ცენტრის ოფიციალურ ელფოსტაზე: ppdc@iliauni.edu.ge

რეგისტრაცია ტრენინგზე

დახურვა: 7 დეკემბერი 2026, 23:59
ხანგრძლივობა: 16 საათი
საფასური: 1000 ₾
კითხვებისთვის მოგვწერეთ: ppdc@iliauni.edu.ge

რეგისტრაცია ტრენინგზე

ტრენინგკურსი „ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოება ISO 15190 სტანდარტის შესაბამისად“

ხანგრძლივობა: 16 საათი

საფასური: 1000 ₾

სასურველ ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ფორმა შეავსოთ დაკვირვებით.

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:
მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970
სახაზინო კოდი: 708997499  ·  ბანკი: სახელმწიფო ხაზინა (TRESGE22)
დანიშნულებაში: სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

პროფესიული ინფორმაცია (არასავალდებულო):

გადახდის პირობები:

მსმენელი ვალდებულია:

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge