ცენტრის შესახებ

პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც კოორდინირებას უწევს უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების სისტემის განვითარებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად,  ცენტრი, ფაკულტეტებთან და სხვა საუნივერსიტეტო სამსახურებთან თანამშრომლობით ახორციელებს  უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის და  სტუდენტების საჭიროებებზე მორგებულ და პიროვნული და პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს და კურსებს.

ამავდროულად, ცენტრი შეიმუშავებს და ახორციელებს კომერციულ სასწავლო პროგრამებს და კურსებს დაინტერესებული აუდიტორიისთვის.

ცენტრის ხელმძღვანელი -ქეთევან გრიგოლია

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge