19 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ილიაუნის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული ლექტორებისთვის გაიმართება ვორკშოპი „ხელოვნური ინტელექტი საუნივერსიტეტო განათლებაში. გამოწვევები, შესაძლებლობები და პრაქტიკული სტრატეგიები“.
ვორკშოპის თემები:
- ხელოვნური ინტელექტის პოპულარული სისტემების მოკლე მიმოხილვა;
- განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის (LLM-ის) შექმნის გამო წარმოქმნილი ძირითადი გამოწვევები;
- უნივერსიტეტში სწავლების მეთოდიკის ადაპტაცია;
- საუნივერსიტეტო სასწავლო კურსების შეფასების სისტემის ადაპტაცია;
- გამოცდების ავტომატური შეფასება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
ტრენინგს გაუძღვება პაატა გოგიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
სამუშაო ენა: ქართული