სწავლების თანამედროვე მეთოდები

ტრენინგის თემა: „სწავლების თანამედროვე მეთოდები“

ტრენერები: ლევან ცაგარელი, ელენე ჟურავლიოვა

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • ციფრული პედაგოგიური კომპეტენცია
  • აქტიური სწავლის ტექნიკები
  • ამობრუნებული საკლასო ოთახის მოდელი
  • ონლაინშეფასების თავისებურებები და ხელსაწყოები
  • თანამშრომლობითი სწავლა ონლაინფორმატში
  • სასწავლო დიზაინი ABC (ABC Learning Design)
  • აქტიურ სწავლებაში შერეული სწავლების მეთოდების გამოყენება.
  • მსმენელები შეძლებენ გააანალიზონ, რა ტიპის ონლაინაქტივობები უნდა იქნეს შეტანილი სასწავლო პროცესში სტუდენტთა უფრო აქტიური მონაწილეობისთვის.
  • როგორ უნდა გაკეთდეს ამ აქტივობის დიზაინი და შეირჩეს სწორი ელექტრონული პლატფორმა.

 

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge