ტრენინგკურსი „მუსიკალური ფორმის ანალიზი“

კურსის მიზანი:

კურსის მიზანია მისცეს მსმენელს მუსიკალური ფორმის ძირითად სახეობათა თეორიული ცოდნა და გამოუმუშაოს მუსიკალური ნაწარმოების ანალიზის პრაქტიკული უნარი.

კურსის წარმატებით დასრულების შედეგად მსმენელი შეიძენს სიღრმისეულ ცოდნას აკადემიური მუსიკის მუსიკალური ფორმების სახეობებსა და მათ თავისებურებებზე, კერძოდ, რას წარმოადგენს მუსიკალური ფორმა და სტრუქტურა; რა ელემენტებისგან შედგება მუსიკალური სინტაქსი; რა ხერხებით ვითარდება მუსიკალური მასალა; რა მუსიკალური ფორმები ახასიათებს ამა თუ იმ ისტორიულ ეპოქას, რა კანონზომიერებებით ხასიათდება ესა თუ ის მუსიკალური ფორმა და სხვ.

ტრენერი

ქეთევან შენგელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მუსიკის ცენტრის ლექტორი, საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი

ტრენინგი მოიცავს 28 საკონტაქტო საათს (6 საათი – ლექციები, 12 სთ – სემინარები, 10 საათი – შუალედური და დასკვნითი შეფასება).

ფასი: 180 ლარი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

სამუშაო ენა: ქართული

რეგისტრაცია ტრენინგზე

ტრენინგკურსი „მუსიკალური ფორმის ანალიზი“

სასურველ ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ფორმა შეავსოთ დაკვირვებით.

გადახდის ინსტრუქცია:

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:
მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970
სახაზინო კოდი: 708997499  ·  ბანკი: სახელმწიფო ხაზინა (TRESGE22)
დანიშნულებაში: სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

პროფესიული ინფორმაცია (არასავალდებულო):

გადახდის პირობები:

მსმენელი ვალდებულია:

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge