საპროექტო წინადადების მომზადება

ტრენინგის I ნაწილი შეეხება საპროექტო წინადადებების წარდგენის ტექნიკურ და პროცედურულ მხარეს როგორც საერთაშორისო (Horizon Europe, ERASMUS+ და სხვ.), ისე ადგილობრივი კონკურსებისთვის (შოთა რუსთაველის ფონდი და შიდა ინსტიტუციური გრანტები).

II ნაწილი მიეძღვნება პროექტის შინაარსობრივ მხარეს, მონაწილეები გაეცნობიან საპროექტო წინადადების სტრუქტურას, ლოგიკურ ჩარჩოს, მიზნისა და სტრატეგიული მიზნების, შუალედური შედეგებისა და აქტივობების ფორმულირების ტექნიკას, მართვისა და განხორციელების გეგმების თავისებურებებს; შეიძენენ ცოდნას პროექტის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების შესახებ და გაეცნობიან დონორთან წარსადგენი ანგარიშების ტიპებს.

თითოეულ საკითხზე მონაწილენი შეასრულებენ დავალებას.  ამ ეტაპის ბოლოს მათ ექნებათ საგრანტო პროექტის მონახაზი.

III ნაწილში განხილული იქნება ბიუჯეტირების თემა და მისი თავისებურებები.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 5 საათი

ტრენერები:

ზარინა ბურკაძე, ასოცირებული პროფესორი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

ანა ხუნდაძე, სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახურის უფროსი

თეონა დიასამიძე, განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

სალომე შედანი, განვითარების სამსახურის უფროსი;

სამუშაო ენა: ქართული

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge