ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის აცხადებს რეგისტრაციას საუნივერსიტეტო სერვისების საორიენტაციო ტრენინგებზე.
სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით ჩატარდება ტრენინგი, სადაც განიხილება შემდეგი საკითხები:
- საბიბლიოთეკო სერვისები და რესურსები;
- სასწავლო პლატფორმა elearning.iliauni.edu.ge; პლაგიატი;
- არგუსი და სასწავლო პროცესი.
ტრენერები:
გიგა ხოსიტაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე;
ირინა ბაზღაძე – არგუსის მთავარი ადმინისტრატორი
ტრენინგის ხანგრძლივობა 2 საათი.
ტრენინგები ჩატარდება ორ სხვადასხვა დღეს:
- 4 ოქტომბერს, ოთხშაბათს 19.00 საათზე
- 9 ოქტომბერს, ორშაბათს 15.00 საათზე
შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ტრენინგი და დარეგისტრირდეთ ბმულზე:
შეხვედრები გაიმართება დისტანციურ ფორმატში.
რეგისტრაციის შემდეგ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებთ შეხვედრის ბმულს.
2023 წელი