სტრესის მართვა

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი?

ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ ზრდასრული პირისთვის, ვინც დაინტერესებულია სტრესთან დაკავშირებული საკითხებით და სტრესის მართვის ტექნიკების გავარჯიშებით.

ტრენინგის მიზანი:

  • მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება სტრესთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებში, როგორიცაა სტრესული რეაქციები, სტრესის ნეიროფიზიოლოგიურ მექანიზმები და ა.შ.;
  • ინფორმაციის მიღება სტრესთან გამკლავების ძირითად სტრატეგიებზე და გავარჯიშება შესაბამის ტექნიკებში, საკუთარ თავზე ზრუნვის ხელშესაწყობად.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • რა არის სტრესი
  • ძირითადი სტრესული რეაქციები
  • განპირობება, ჩამრთველი მექანიზმები და შესაძლო ნეგატიური შედეგები
  • მრავლობითი და/ან გახანგრძლივებული სტრესორების ზემოქმედება და ამასთან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები
  • რატომ გვჭირდება თვითზრუნვა?
  • სტრესის მართვა: ძირითადი ტექნიკები

ტრენინგის ხანგრძლივობა – 9 საათი: ტრენინგი ჩატარდება 3 დღის მანძილზე 3-3 სთ.  ჩატარების დრო თანხმდება წინასწარ.

ტრენინგის წამყვანები:

თეკლა ლათიბაშვილი – ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი, ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის კონსულტანტი;

ანა პაპავა – ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი, ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის კონსულტანტი;

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge