ორგანიზაციული მართვისა და ლიდერობის ტრენინგი

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი?

კურსი განკუთვნილია საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერებისთვის, რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა ტიპის სტრუქტურული ერთეულის მართვის გამოცდილება.

კურსი განკუთვნილია გამოცდილების მქონე მენეჯერებისათვის, რომელთაც გააჩნიათ მართვის და ლიდერობის თანამედროვე პრინციპების შესახებ ცოდნისა და ინფორმაციის განახლების საჭიროება, მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავება და უკეთესი შედეგების მიღწევა.

ტრენინგის მიზანი:

მონაწილეთა ცოდნის განახლება მართვის და ლიდერობის თანამედროვე პრინციპების თაობაზე;
მართვისა და ლიდერობის უნარჩვევების განვითარება და უკეთესი შედეგების მიღწევისათვის;
გამოწვევებთან განმკლავება, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზაციის ან გუნდების მართვასთან.
ტრენინგის ძირითადი თემები:

  • მართვა და ლიდერობის ხელოვნება
  • გუნდის ფორმირება, მართვა და მოტივაცია
  • ეფექტური მუშაობა პრინციპების დანერგვა
  • მენეჯმენტის სტილი და ქცევა
  • შიდაორგანიზაციული კონფლიქტების მართვა
  • ჯანსაღი ორგანიზაციის და გუნდის ფორმირება

 

ტრენინგის ფორმატი:

ტრეინინგი არის ინტერაქციული, ითვალისწინებს, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სამუშაო პროცესს. ყოველდღიურად გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის აქტივობები, როგორიცაა: ჯგუფებში მუშაობა, როლური თამაშები და ქეისების განხილვა.

ტრენინგის ხანგრძლივობა – 20 საათი