რაოდენობრივ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება SPSS-ის გამოყენებით

ტრენინგის შესახებ

კურსის მიზანია, მსმენელს ჩამოუყალიბდეს მონაცემთა ბაზებთან ურთიერთობის ჩვევა, სტატისტიკური ანალიზის ჩატარების უნარი და წარმოდგენა შეექმნას SPSS-ის პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობების შესახებ, რაც დაეხმარება მის წინაშე დასმული სოციოლოგიური, მარკეტინგული თუ სხვა საკითხების გადაწყვეტაში კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით. ასევე გააცნოს ის ძირითადი სტატისტიკური ცნებები და თეორემები, რომლებიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავებისათვის.

კურსი განკუთვნილია საჯარო ან სხვა სფეროში დასაქმებულ პირთათვის (სტატისტიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი, სტუდენტი, მკვლევარი), ვისაც საკუთარი საქმიანობის დროს შეხება აქვს ემპირიული მონაცემების დამუშავებასთან.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს მის წინაშე დასმული საკვლევი ამოცანის შესაბამისი კითხვარისათვის მონაცემთა ბაზის დამოუკიდებლად შექმნას, მონაცემთა დაფიქსირებას ბაზაში და კურსის მსვლელობისას შესწავლილი ხერხებით მონაცემთა სტატისტიკურ ანალიზს.

კურსის მსვლელობისას აქცენტი გაკეთდება შესწავლილი მასალის პრაქტიკულ გამოყენებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე. მისი ძირითადი ამოცანაა მსმენელს შეასწავლოს და მოამზადოს შემდეგ საკითხებში: SPSS-ში მუშაობის ძირითადი პრინციპები, მონაცემთა ბაზის ფორმირება SPSS-ში, მონაცემების მომზადება ანალიზისათვის, შერჩევითი გამოკვლევის პრინციპები, უნივარიაციული ანალიზი, ბივარიაციული ანალიზისა და რეგრესიული ანალიზის ელემენტები და მათი რეალიზაცია SPSS-ში.

ტრენერი – მამუკა ნადარეიშვილი

ტრენერის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/38vRYMB

მოიცავს 24 საკონტაქტო საათს,

ღირებულება: 450 ლარი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

 


სასარგებლო ბმულები

2022 წელი