ქართული ენის შერეული კურსი (A1.1)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის  კურსი ქართული ენის შერეულ სასერტიფიკატო კურსზე (A1.1).

კურსის შესახებ

კურსის მიზანია, შემსწავლელი ფლობდეს ქართულ ენაზე მოსმენის, კითხვის, წერისა და ლაპარაკის კომპეტენციებს ენების საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით A1.1 დონის შესაბამისად და შეეძლოს საკუთარი პიროვნებისა და სხვების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგება და გაცემა, ნაცნობი სიტყვებისა და მარტივი ფრაზების ამოცნობა, მარტივი კომუნიკაციის დამყარება, თუ თანამოსაუბრე ყოფით თემებზე ნელა და გარკვევით საუბრობს.

ამასთან შემსწავლელი გაეცნობა ქართულენოვანი გარემოს ყოფითი კულტურის ელემენტებს და შეძლებს ადეკვატურ ენობრივ-კულტურული ქმედებას თავისი ენობრივი დონის შესაბამისად.

ტრენერები: ივლიტა ლობჯანიძე, თინა ყაზარაშვილი, მაკა ნოზაძე, თამთა ჩაჩუა

ტრენერების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3M0aVF5

ინტენსიური ფორმატი (კვირაში 8 აკადემიური საათი (ერთი საათი 50 წუთი)

კურსის ღირებულება – 600 ლარი

ტრენერები

სასარგებლო ბმულები

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge