აკადემიური წერა მასწავლებლებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი და აკადემიური წერის ცენტრის სასერტიფიკატო კურსი „აკადემიური წერა მასწავლებლებისთვის“.

კურსის შესახებ

კურსი მიზნად ისახავს აკადემიური წერის სწავლებით დაინტერესებულ მასწავლებლებს გააცნოს:

  • სწავლების თანამედროვე მეთოდები

კერძოდ, აქტიური სწავლისა (active learning) და ლექციის ამობრუნებული მოდელით (flipped learning model) წარმართვის პრინციპები როგორც სააუდიტორო, ასევე დისტანციური მუშაობისთვის;

  • აკადემიური წერის სპეციფიკა, რიტორიკული ფორმები და მათი მნიშვნელობა
  • აკადემიურ ნაშრომზე მუშაობის პროცესები
    • ეს გულისხმობს:

ა) აკადემიურ ნაშრომსა და მის პრეზენტაციასთან დაკავშირებულ მოდელებსა და წესებს;
ბ) ნაშრომის ტექნიკურ მხარესა და სტრუქტურას;
გ) ბიბლიოგრაფიის შედგენის პრინციპებს და სხვ.

  • აკადემიური სტილის მნიშვნელობა
    • კერძოდ, აჩვენოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის სახელმძღვანელოს ძირითადი კონცეფციები და პლაგიატთან დაკავშირებული პოლიტიკა.
  • კრიტიკული აზროვნებისა და უკუკავშირის როლი აკადემიური უნარების განვითარების პროცესში
    • კერძოდ, უკუკავშირის მნიშვნელობა, ფორმები და საშუალებები

კურსის დასრულების შემდეგ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა აკადემიური წერისა და მისი სწავლების ყველა მნიშვნელოვან საბაზისო საკითხზე.

ტრენერის შესახებ

კურსს გაუძღვება ტრენერი ნინო გალდავაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის დირექტორის თანაშემწე და მოწვეული მასწავლებელი.

ნინომ დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი ფილოსოფიის მიმართულებით და ამავე უნივერსიტეტში მოიპოვა ლიტერატურის შედარებითი კვლევების მაგისტრის ხარისხი.

სწავლის პარალელურად 2008-2009 წლებში მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, შემდეგ იმავე უნივერსიტეტში ენების ცენტრის ფასიანი სწავლების კურსების კოორდინატორად, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერდისციპლინურ კვლევით ცენტრში მეცნიერ-მკვლევრად; მონაწილეობდა ათამდე სამეცნიერო კონფერენციაში მოდერატორისა და მომხსენებლის სტატუსით; ჩატარებული აქვს საჯარო ლექციები ქუთაისისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებში, ასევე ტრენინგკურსი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში; გამოქვეყნებული აქვს 15-მდე სამეცნიერო სტატია სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალსა და კრებულში; 10-მდე სამეცნიერო კრებულის რედაქტორი და გამომცემელია; არის პალიტრა L-ის პროექტის „მოსწავლის არჩევანი ფარგლებში გამოცემული 5-მდე წიგნის წინასიტყვაობის ავტორი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ორი სტუდენტური კონფერენციის ავტორი, მოდერატორი და მონაწილეა.

საკონტაქტო ინფორმაცია: nino_galdavadze@iliauni.edu.ge

კურსისა და ტრენერის შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3m55m0Q

სრული კურსის საფასური: 720 ლარი

2023 წელი