მაია როგავა

ტრენერის შესახებ

მაია ასწავლის აკადემიურ წერას ინგლისურ ენაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს (Academic Writing for MBA) და უნივერსიტეტის ხვადასხვა ფაკულტეტის სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს (Writing for Academic Publication). მან აგრეთვე მოამზადა აკადემიური ინგლისურის პროგრამა სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (Academic English). წლების მანძილზე იგი ამზადებს კანდიდატებს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდისათვის აკადემიურ ინგლისურში – IELTS. მას გავლილი აქვს აკადემიური ინგლისურის სწავლების სამეტაპიანი ტრენინგი ტემპუსის პროექტის ფარგლებში.

მაიას აქვს ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (მოსკოვის მორის ტორეზის სახ. უცხო ენათა პედაგოგიური უნივერსიტეტი). ამავდროულად, მაია ინგლისურის, როგორც უცხო ენისა და ბიზნეს ინგლისურის სწავლების საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელია. მის მიერ მომზადებული პროგრამებით ისწავლება ბიზნესის ინგლისური და სამართლებრივი ინგლისური ილიას უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის. იგი სამართლებრივი ინგლისურს წლების მანძილზე ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს და ამზადებდა მათ კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდაში სამართლებრივ ინგლისურში (ILEC).
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაია მუშაობს 2010 წლიდან, თავიდან როგორც ბიზნეს ინგლისურის პროგრამების კოორდინატორი და მასწავლებლი; ამჟამად ბიზნესის სკოლის პროფესორია. 2014 წლიდან ილიას უნივერსიტეტში იგი ასრულებს ახლად შექმნილი აკადემიური წერის ცენტრის დირექტორის მოვალეობებს; ამასთან ერთად 2018 წლიდან იგი გახდა ზოგადი მოდულის ინგლისური ენის სწავლების პროგრამების აკადემიური ხელმძღვანელი.

1997 წლიდან მაია თანამშრომლობს ბრიტანეთის საბჭოსთან საქართველოში. 2012 წლიდან – მათი კონსულტანტია ინგლისური ენის სწავლების პროექტებში და ტრენერია პროფესიული ენების სწავლების მეთოდიკის საკითხებში. 2010 წლიდან არის საუბრის ნაწილის გამომცდელი კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისურ ენაში საერთაშორისო გამოცდებზე (PET, FCE). ამავდროულად, ინგლისური ენის მასწავლებელთა საქართველოსა და საერთაშორისო ასოციაციების წევრია. 2016 წლიდან – საერთაშორისო აკადემიური რეფერირებადი ჟურნალის Online Journal of Humanities სარედაქციო საბჭოს წევრია.

მაია ინგლისური ენის სასწავლო რამდენიმე სახელმძღვანელოს თანაავტორია.

 

გადახდის ინსტრუქცია

სასწავლო კურსების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ სახაზინო რეკვიზიტზე:

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკ204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997499

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი – TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სასწავლო კურსის დასახელება და მსმენელის სახელი და გვარი

ინტერნეტ/მობაილ ბანკით გადარიცხვისას:

უნდა ავირჩიოთ სახაზინო/ბიუჯეტო გადარიცხვა

სახაზინო კოდში ჩავწერთ 708997499

ავტომატურად შეივსება მიმღების ველი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სახელმწიფო ხაზინა

დანიშნულებაში აუცილებლად ვწერთ სასწავლო კურსის დასახელებას და სახელი და გვარი (ვისი საფასურის გადახდა ხდება)

თუ თანხას ვიხდით სხვა პირის მაგივრად, მაშინ დამატებით მოვნიშნავთ ველს „სხვისი სახელით გადარიცხვას“ და ვწერთ მესამე პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება

კითხვებისთვის: ppdc@iliauni.edu.ge