ტრენერის შესახებ
ლევან ცაგარელი (1980) — ფილოლოგიის დოქტორი (PhD), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გერმანულენოვანი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით. სწავლობდა გერმანულ ფილოლოგიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1998-2004 წ.), ასევე შედარებით ლიტერატურათმცოდნეობასა და სკანდინავისტიკას ჰამბურგის (2001 წ.), ვენისა (2002 წ., 2009 წ.) და სტოკჰოლმის (2005 წ.) უნივერსიტეტებში. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე არნო შმიტის გვიანდელი პროზა როგორც მეტაფიქცია (2008). 2010-2011 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი. 2017 წლიდან თანამშრომლობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან. სხვადასხვა წელს იყო ლიტერატურული კონკურსების ჟიურის წევრი (წლის საუკეთესო რომანი და წლის საუკეთესო ლიტერატურული თარგმანი 2011-2016, ლიტერა 2018). ხანმოკლე კვლევითი მივლინებების ფარგლებში მუშაობდა საარბრიუკენის (2008), დიუსელდორფის (2010, 2013, 2014, 2016, 2019), ვენის (2009, 2015, 2021), ფრაიბურგისა (2016) და ჰუმბოლტის უნივერსიტეტებში (2014, 2017, 2019, 2022). სხვადასხვა დროს ჩატარებული აქვს სემინარები იენის ფრიდრიჰ შილერის უნივერსიტეტში, ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, უფსალას უნივერსიტეტსა და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. 2020 წლიდან ატარებს ტრეინინგებს სხვადასხვა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის აქტიურის სწავლის ტექნიკებისა (Active Learning) და ამობრუნებული გაკვეთილის მოდელის (Flipped Classroom), ონლაინ-შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების, ონლაინ-სწავლებაში კვლევითი თემის მოდელის (Community of Inquiry) გამოყენების შესახებ. არის ოცდაათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი, გამოცემული აქვს ასევე სტატიების კრებული ფიქცია, ფანტასტიკა, არასანდო თხრობა (2006) და სახელმძღვანელო კულტურის კვლევების შესავალი (2016). მონაწილეობა აქვს მიღებული შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტში ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში (2016-2018), 2023 წლიდან კი ხელმძღვანელობს ამავე ფონდის მიერ დაფინანსებულ კვლევით პროექტს საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაცია პოსტსაბჭოთა ქართულ მწერლობაში. 2022 წლიდან არის ალექსანდრ ფონ ჰუმბოლტის სტიპენდიატი. მისი კვლევის ძირითადი სფეროებია: მეოცე საუკუნის გერმანულენოვანი ლიტერატურა, პოსტმოდერნისტული რომანის პოეტიკა, თხრობის თეორია / ნარატოლოგია, მეტაფიქციურობა, მედიათშორისი კვლევები, მეხსიერების კვლევები, ლიტერატურის კულტურათშორისი და შედარებითი კვლევები (იმაგოლოგია).
გავლილი ტრეინინგები:
- Designing Meaningful Online Learning (Erasmus+, Linköping / Tbilisi, 10, 19, 25. February 2022)
- The Training of Trainers-course The Production of Open Educational Resources (Erasmus+, Leuven, Belgium, 15-17. October 2019)
- Grounded Theory: Eine Einführung unter besonderer Berücksichtigung der Situationsanalyse nach Adele E. Clarke (Göttingen, 22.-26. July 2019)
- Evaluation of research activities (National Center for Educational Quality Enhancement, Tbilisi,-15. June 2019)
- Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Education Institutions in Georgia (Ilia State University, 21.-22. May 2019)
- Open Networked Learning (ONL191) (18. February – 12. May 2019)
- Active Learning and ICT-enhanced teaching: M-learning and Gamification (Ilia State University, Tbilisi, Georgia, 26. February – 01. March 2019)
- Blended Teaching and Learning: Improving Students Outcomes (Ilia State University, Tbilisi, Georgia, 04.-06. February 2019)
- The Training of Trainers-course Active Learning in the Flipped Classroom (Erasmus+, Linköping, Sweden, 3-7. December 2018)
- Winterakademie Bildung mit Europa (Bremen, Germany, 4-6. December 2017)
- Vienna Summer School on Digital Humanities (Vienna, Austria, 06.-10. July 2015)
- Sommerakademie des Lektorenprogramms der Robert Bosch Stiftung (Stuttgart, Germany, 11.-17. July 2014)
- Curriculum Development in German Studies organized by German Academic Exchange Service (DAAD, Tbilisi, Georgia, February 2010 & September 2011)
- Education: Improving Academic and Research Standards organized by Open World Leadership Center (Chicago, USA, 03.-12. March 2010)
- Course in Teaching Methods and Didactics of German at Goethe Institut Tbilisi (2004-2006)